სამაგისტრო პროგრამის დასახელება: პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ: პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი / Master of Political Science
პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდგომ: კვლევის მაგისტრი პოლიტიკის მეცნიერებაში / Master of Research in Political Science
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №310)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა
სწავლების ენა: ქართული
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან:
პირველი ნაწილი: 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 45 კრედიტი (ECTS);
სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები: 15 კრედიტი (ECTS);
თავისუფალი სასწავლო კურსები: 5 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მეორე ნაწილი - კრედიტების მოცულობა - 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 45 კრედიტი (ECTS);
სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები: 10 კრედიტი (ECTS);
თავისუფალი სასწავლო კურსები: 5 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა - საგამოცდო მასალები
პოლიტიკის ანალიზის და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის (პირველი ნაწილი) მიზნებია:
- მოამზადოს პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, რომელსაც ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა დარგის თეორიული საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ;
- სტუდენტმა შეძლოს პოლიტიკური სისტემის გამართული ფუნქციონირების პროცესში ეკონომიკური, იდეოლოგიური და შესაბამის სექტორში პოლიტიკის მნიშვნელობის სიღრმისეული ანალიზი და სისტემური შეფასება, პოლიტიკური აქტორების ფუნქციონირებისა და საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სექტორში არსებული პოლიტიკური კურსების წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, კრიტიკული ანალიზი, შეფასება და ინოვაციური, ეფექტიანი გზების შერჩევა.
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკური პრინციპების დაცვით, პოლიტიკის მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით კვლევების დაგეგმვა და განხორციელება, რითიც წვლილს შეიტანს პოლიტიკის მეცნიერების აკადემიური სფეროს განვითარებაში.
პოლიტიკის ანალიზის და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის (მეორე ნაწილი) მიზნებია:
მოამზადოს პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, რომელსაც ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა როგორც მეთოდოლოგიური კვლევის, ასევე საჯარო პოლიტიკური კურსის გატარებისას იდეოლოგიური ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ. ასევე, მოამზადოს პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკური პრინციპების დაცვით, პოლიტიკის მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმავს და განახორციელებს კვლევებს, რითიც წვლილს შეიტანს პოლიტიკის მეცნიერების აკადემიური სფეროს განვითარებაში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და ქვემოთჩამოთვლილი გამოცდების საფუძველზე:
- წერითი გამოცდა სპეციალობაში;
- ინგლისური ენის B2 დონის დადასტურება თსუ-ს მიერ უცხო ენის ინსტიტუციონალური გამოცდის ჩაბარებით ან/და თსუ-ს მიერ აღიარებადი შესაბამისი სერთიფიკატის წარმოდგენით (TOEFL, IELTS, სხვა მათი ეკვივალენტური ტესტები);
- გასაუბრება სპეციალობაში (ამ მიზნით შექმნილ კომისიასთან);
მისაღები გამოცდების ფორმატი და საბოლოო ქულის გამოყვანის სტრუქტურა:
- წერითი გამოცდა სპეციალობაში - საერთო შეფასების 50 - % - მინიმალური ზღვარი 51 ქულა (100 ქულიდან);
- გამოცდა უცხოურ ენაში, ინგლისური ენა (B2) – საერთო შეფასების 30 % - მინიმალური ზღვარი 51 ქულა (100 ქულიდან);
- გასაუბრება სპეციალობაში - საერთო შეფასების 20 % - მინიმალური ზღვარი 51 ქულა (100 ქულიდან);
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს (პროგრამის პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება: 1.1 სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებაში არსებულ თეორიულ საფუძველებს და ხსნის მეთოდოლოგიის, როგორც შემეცნების ხერხის პრინციპებს; 1.2 აცნობიერებს პოლიტიკის ანალიზისა და საჯარო პოლიტიკის, როგორც პოლიტიკის მეცნიერების ნაწილის, ძირითადი ინსტრუმენტების მნიშვნელობას საჯარო პოლიტიკის წარმოებისა და შეფასების პროცესში;
უნარი: 2.1 განსაზღვრავს საჯარო პოლიტიკური პროცესის ეთიკურ და ეკონომიკურ პრინციპებსა და მექანიზმებს; 2.2 სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს პოლიტიკური ანალიზის ერთეულებსა და მათი შეფასების თავისებურებებსა და გამოწვევებს. 2.3 სისტემურად უკავშირებს პოლიტიკურ სისტემაში არტიკულაციისა და აგრეგაციის პროცესების შემადგენელ ნაწილებს პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 დარგობრივი თეორიებისა და მოდელების გამოყენებით, ადარებს, კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს სხვადასხვა პოლიტიკურ კურსს; 3.2 კრიტიკულად მიმოიხილავს, აჯამებს და აფასებს პოლიტიკის მეცნიერების შესაბამის სუბდისციპლინაში არსებულ აკადემიურ ლიტერატურას.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება: 1.1 სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებაში არსებულ თეორიულ საფუძვლებს; მეთოდოლოგიის, როგორც კვლევის საშუალების პრინციპებს; 1.2 აცნობიერებს პოლიტიკის ანალიზისა და საჯარო პოლიტიკის, როგორც პოლიტიკის მეცნიერების ნაწილის, ძირითადი ინსტრუმენტების მნიშვნელობას საჯარო პოლიტიკის წარმოებისა და შეფასების პროცესში;
უნარი: 2.1 განსაზღვრავს საჯარო პოლიტიკური პროცესის იდეოლოგიურ პრინციპებსა და მექანიზმებს;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 პირველადი და მეორეული მონაცემების მოძიების, შეგროვების, ორგანიზებისა და ინტერპრეტირების გზით, მაღალი ეთიკური სტანდარტის დაცვით, გეგმავს და ახორციელებს სამაგიდე და საველე კვლევით სამუშაოებს პოლიტიკის მეცნიერების სფეროში. 3.2 აკადემიური წერისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით, დარგის უახლესი ცოდნის გამოყენებით, დამოუკიდებლად ამზადებს პოლიტიკის მეცნიერებასთან დაკავშირებულ ანალიტიკურ და კვლევით ნაშრომს; ეფექტურად, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, წარადგენს ზეპირ პრეზენტაციას ოგორც დარგის სპეციალისტებთან, ისე ფართო საზოგადოებასთან.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ:
● საჯარო სექტორში (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის დაწესებულებები);
● არასამთავრობო ორგანიზაციებში;
● საერთაშორისო ორგანიზაციებში;
● პოლიტიკურ პარტიებში;
● კერძო სექტორში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ:
● კვლევითი ცენტრებში;
● სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებებში.